|
2021-02-18 11:52:41, 608 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - მოვუწოდებ ნიკა მელიას, დაემორჩილოს კანონს, წანააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება დააპატიმრებს
მოვუწოდებ ნიკა მელიას დაემორჩილოს კანონს, წანააღმდეგ შემთხვევაში ხელისფულება დააპატიმრებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისსში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიერ თანამდებობის დატოვებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გიორგი გახარიას არგუმენტები, ნიკა მელიას მიმართ სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ვადებთან დაკავშირებით, არ იყო საკმარისად გამყარებული არგუმენტებით. „როგორც მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ, გიორგი გახარია იყო ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრი, სამწუხაროა, რომ მან მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. ჩვენს პოლიტიკურ გუნდში ნამდვილად იყო დისკუსია ნიკანორ მელიას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვადებთან დაკავშირებით. გიორგი გახარიას ჰქონდა გუდის სხვა წევრბისგან განსხვავებული პოზიცია ამ საკითხზე, თუმცა არგუმენტები, რომლებიც გაამყარებდა მის პოზიციას, ჩვენ ვერ მოვისმინეთ. ქვეყანა, სადაც არ არის უზრუნველყოფიი კანონის აღსრულება, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც მას დამნაშავეები ასეთი უხეში გმოწვევის წინაშე აყენებენ, ვერ შედგება როგორც სახელმწიფო. უფრო მეტიც, სწორედ კანონის სათანადოდ არ აღსრულებაა ის, რაც ხელს შეუწყობს პოლიტიკურ რადიკალიზაციასა და პოლარიზაციას ქვეყანაში. ჩვენი, როგორც ხელისუფლების პასუხისმგებლობაა მყარად და მკაცრად დავიცვათ სახელმწიფოს ღირსება. პრემიერ-მინისტრის გადადგომის ფონზე, შს მინისტრმა მიიღო სრულიად ლოგიური გადაწყვეტილება, ნიკა მელის პროცესის დროებით გადადების შესახებ. ახლა ჩვენი პოლიტიკური გუნდის ყურადღება მთლიანადაა კონცენტრირებული ახალი მთავრობის ფორმირებაზე, მოვუწოდებთ ნიკა მელიას დაემორჩილოს კანონს, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება უზრუნველყოფს კანონის აღსრულებას და მის დაპატიმრებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)