01:57 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-17 14:26:05, 480 ნახვა

პოლიტიკა
კარლ ჰარცელი ნიკა მელიას საქმეზე - პოლიტიკური ტემპერატურა იზრდება, სიტუაცია ფეთქებადსაშიშია

„პოლიტიკური ტემპერატურა იზრდება, სიტუაცია ფეთქებადსაშიშია“, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა ნიკა მელიას საქმეზე კომენტირებისას განაცხადა.

ჰარცელი ფიქრობს, რომ ნიკა მელიას საქმის მიმდინარეობა ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დიალოგს გაართულებს.

„ვიდრე სასამართლოს გადაწყვეტილება არ გახდება ცნობილი, საკითხზე კომენტირებისგან თავს შევიკავებ. მოვლენების მიმდინარეობისას იზრდება პოლიტიკური გარემოს ტემპერატურა. სიტუაცია ფეთქებადსაშიშია, ამიტომ ყველას მართებს წინდახედული ქმედებები. ქვეყნისთვის მთავარია ინსტიტუციების მუდმივი შენება. ვფიქრობ და ვშიშობ, რომ ნიკა მელიას საკითხის დიალოგთან დაბრუნება უფრო გართულდება“, - განაცხადა ჰარცელმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics