|
2021-02-16 15:53:50, 1486 ნახვა
კომენტარი
თეა წულუკიანი - ბატონო ალეკო, დავბრუნდები და აგიხსნით, რას ნიშნავს, იყო შერცხვენილი, თუ მანამდე მელიამ არ გაგიტანათ
ბეჭი არ ამოიგდოთ, ბატონო ალეკო, - ასე მიმართავს სოციალური ქსელში განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი პარტია „მოქალაქეების“ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს. ამასთან, წულუკიანი ელისაშვილს დილეტანტს უწოდებს. „ბეჭი არ ამოიგდოთ (ჰმ, ამის თარგმნა ვინძლო გაჭირდეს), ბატონო ალეკო. მე დავბრუნდები და აგიხსნით, თუ რას ნიშნავს, იყო შერცხვენილი. თუ მანამდე მელიამ არ გაგიტანათ. დილეტანტი ეს!“, - წერს წულუკიანი. ცნობისთვის, „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულს სხდომაზე განაცხადა, რომ „ყველაზე მეტად მეიმედებოდა ერთი გოგო, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში მუშაობდა და ლამის ხოტბას აღვუვლენდი ხოლმე, მან ჩააფლავა მართლმსაჯულება“.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)