|
2021-02-16 13:09:48, 632 ნახვა
პოლიტიკა
სოზარ სუბარი - გვაქვს ინფორმაცია, რომ ნიკა მელია ოფისში ჩაკეტვას და სხვა ადამიანების აფარებას აპირებს
„გვაქვს ინფორმაცია, რომ აღკვეთის ღონისძიების გამკაცრების შემთხვევაში ნიკა მელია ოფისში ჩაკეტვასა აპირებს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა. მისი თქმით, აქვთ ინფორმაცია, რომ ნიკა მელია პროკურორის შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოში მისვლას არ აპირებს. „მას შემდეგ რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ მესამე პირის მეშვეობით ნიკა მელიასთვის გირაოს თანხის შეტანისა და ამის „ქართულ ოცნებაზე“ გადაბრალების გეგმა ჩაუვარდა მათ ახალი პროვოკაცია დაგეგმეს. ჩვენი ინფორმაციით, ნიკა მელია არ გამოცხადდება სასამართლოში და მართლმსაჯულებას დაემალება რასაც ღიად ამბობენ კიდევაც. პროკურატურა ვალდებულია ბრალდებული მართლმსაჯულების წინაშე წარადგინოს. ნაციონალური მოძროაბიი რიგებიდან გვაქვს ინფორმაცია რომ სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების შემდეგ თუ სასამართლო აღკვეთის ღონისძიების გამკაცრების შესახებ პროკურატურის შუამდგომლობას დააკმაყოფილებს ნიკა მელია ნაციონალური მოძრაობის ოფისში ჩაკეტვასა და წინ სხვა ადამიანების აფარებას აპირებს როგორც ეს ერთხელ უკვე გააკეთე 20 ივნისს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)