02:54 - 03 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-16 09:13:50, 472 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებაზე პარლამენტი დღეს იმსჯელებს

პარტია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებაზე პარლამენტი დღეს იმსჯელებს.

საკითხს დღეს საპროცედურო საკითხთა და შემდგომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტები ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ და შემდგომ ის, სავარაუდოდ დღესვე, პლენარულ სხდომაზე გავა.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარს დაუჭერს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ნიკა მელიას მიმართ, აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს პატიმრობით შეცვლა მოითხოვა. უწყებამ თანხმობის მისაღებად საკანონმდებლო ორგანოს 12 თებერვალს მიმართა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიამ ხმელთაშუა ზღვაში პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილ ტანკერზე ჯარები გადასხა
მოსკოვის რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად, შესაძლოა, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდლის ქალიშვილი დაშავდა
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ივლისში რუსეთის არმიის დანაკარგებმა მთელი ომის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics