|
2021-02-12 23:46:16, 832 ნახვა
კომენტარი
იაგო ხვიჩია - თუ პარლამენტი ნიკა მელიას მანდატს შეუწყვეტს, კიდევ უფრო დაიმძიმებს ცოდვებს
„თუ პარლამენტი ნიკა მელიას მანდატს შეუწყვეტს, კიდევ უფრო დაიმძიმებს ცოდვებს“, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ თუ ნიკა მელიას დააკავებენ, ეს მოლაპარაკების პროცესს უხერხულს გახდის. „უხერხული გახდება მოლაპარაკების პროცესის განახლება პარალელურად, როდესაც ადამიანი ციხეში ზის, ანუ ლაპარაკის პროცესი ეგრევე გადავა იმაზე, რომ ეს კაცი როგორ გამოვუშვათ, ან არ გამოვუშვათ. იმედი მაქვს, რომ არ შეუწყვიტავენ ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილებას იმიტომ, რომ მემგონი გასაგებია, რომ ეს არის ფაქტობრივად კოლეგის მიმართ განაჩენი, რომელიც ამჯერად სასამართლოს კი არ გამოაქვს, არამედ საკანონმდებლო ორგანოს წევრებს. ამ საკანონმდებლო ორგანოს, ისედაც პრობლემები აქვს და საკუთარი კოლეგის ციხეში ჩასმა, კიდევ უფრო დაამძიმებს მის ცოდვებს“ - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)