14:21 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-12 20:25:10, 759 ნახვა

კომენტარი
შემოსავლების სამსახური ყოფილ და მოქმედ თანამშრომელს შორის დაპირისპირების მიზეზად პირად უთანხმოებას ასახელებს

შემოსავლების სამსახური ყოფილ და მოქმედ თანამშრომელს შორის დაპირისპირების მიზეზად პირად უთანხმოებას ასახელებს.

ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიიჩნევს გააკეთოს განცხადება, იმ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც  მიმდინარე წლის 12 თებერვალს, შემოსავლების სამსახურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა და რომლის შედეგადაც, უწყების  თანამშრომელმა მიიღო ფიზიკური დაზიანებები.

აღვნიშნავთ, რომ ინციდენტის დროს დაზარალებული  შემოსავლების სამსახურის მოქმედი თანამშრომელია, ხოლო პირი, რომელმაც განახორციელა ფიზიკური ანგარიშსწორება, უწყების ყოფილი თანამშრომელია.

მას  პირადი განცახადების საფუძველზე, დატოვებული ჰქონდა შემოსავლების სამსახური. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი პირადი უთანხმოება გახდა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გმობს მომხდარ ფაქტს. უწყებისთვის კატეგორიულად მიუღებელია ძალადობის ნებისმიერი ფაქტის გამოვლენა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს გამოძიება.

მოვუწოდებთ ყველა მედია საშუალებას, არ დაუშვან პირადი ინფორმაციის შემცველი კადრების გასაჯაროება და თავი შეიკავონ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რაც არის მიზანმიმართული თავდასხმა უწყებაზე და ემსახურება სამსახურის მიმართ საზოგადოების ნდობის შესუსტებას და  ღირსების შელახვას“, - ვკითხულობთ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics