10:33 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-11 16:58:35, 511 ნახვა

საზოგადოება
აკაკი წერეთლის სახელობის პარკს სრული რეაბილიტაცია უტარდება

დიდუბის რაიონის გამგეობა აკაკი წერეთლის სახელობის პარკის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს.

სამუშაოები 8 000 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს. სივრცეში უკვე მოეწყო დეკორატიული ბილიკები, გარე განათების სისტემა, საჩრდილობლები, მონტაჟდება საპარკე ფურნიტურა.

პარკის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, მიმდინარეობს მასშტაბური გამწვანების სამუშაოები - გაკეთდა რულონური ბალახი, დამონტაჟდა სარწყავი სისტემა, ირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე.

ამასთან, შესაძლო ვანდალიზმის პრევენციის მიზნით, პარკში განთავსდება ვიდეო კამერები, რომლითაც ტერიტორიის კონტროლი 24 საათის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.

პარკის რეაბილიტაციის სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელი ლევან ჯღარკავა, გამგებლის მოადგილესთან ზურაბ უგულავასთან ერთად გაეცნო.

აკაკი წერეთლის სახელობის სკვერის სრული რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 903 600 ლარს შეადგენს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „არბა“ ახორციელებს. პროექტის დასრულება მიმდინარე თვის ბოლომდე იგეგმება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლავროვისა და რუბიოს პირველი შეხვედრა თითქმის ერთი წლის შემდეგ მხოლოდ 35 წუთს გაგრძელდა
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics