|
2021-02-11 16:02:51, 673 ნახვა
კომენტარი
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში ვაქცინის პირველი დოზა თებერვლის მეორე ნახევარში შემოვა
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ საქართველოში ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებული პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, საქართველოში თებერვლის მეორე ნახევარში შემოვა ვაქცინის პირველი მოცულობა. მანვე დასძინა, რომ საქართველოსთვის ხელმისაწვდომი ხდება დამატებით 150 ათასი ვაქცინა. „ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით პროცესები შეუფერხებლად მიმდინარეობს. ჩვენ გვაქვს კონკრეტული მოლაპარაკებები, როგორც „ფაიზერის“, ასევე „ასტრაზენეკას“ მიმართულებით. როგორც გვაქვს დაანონსებული, თებერვლის მეორე ნახევარე გვექნება საქართველოში ის პირველი ვაქცინის მოცულობა, რომელზეც უკვე ხელშეკრულებაა გაფორმებული და ეტაპობრივად დაემატება ვაქცინები რაოდენობრივად. ასევე ცნობილია, რომ ჩვენთვის ხელმისაწვდომი ხდება დამატებით 150 ათასი ვაქცინა და გამომდინარე იქიდან, თუ რამდენად დეფიციტურია ვაქცინა მსოფლიოს ბაზარზე“ - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)