|
2015-10-05 18:18:50, 1910 ნახვა
რეგიონი
ზუგდიდის 39 საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი განახლდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 39 სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი დღეს განახლდა. ზუგდიდის გამგეობის ინფორმაციით, ახლად რეაბილიტირებულ და განახლებულ საბავშვო ბაღებში ახალი სასწავლო წლის დაწყება აღსაზრდელებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გიზო სართანიამ, გამგეობის კულტურის, ძეგლთა დაცვის, სოციალური სამსახურის უფროსმა მაია ჩიტაიამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ააიპ. სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების დირექტორმა ცისანა თოლორაიამ და დაწესებულების მეთოდისტებმა მიულოცეს. სტუმრებმა ჩატარებული სარემონტო სამუშაოები, მიწოდებული საკვები პროდუქტები და სველი წერტილები დაათვალიერეს. „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 44 სააღმზრდელო დაწესებულებიდან 19 საბავშვო ბაღს სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან დაუფინანსდა. საბავშო ბაღებს შეუცვალეს სახურავები, შეილესა კედლები, შეიცვალა კარ -ფანჯრები და მოწესრიგდა სამზარეულო და სველი წერტილები. ამჟამად, სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს გრიგოლიშის,ინგირის #2, ჯიხაშკარის, ჩხოუშის და განმუხურის საბავშო ბაღებში. 2016 წელს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში 3 საბავშვო ბაღის მშენებლობა იგეგმება“, - ნათქვამია ზუგდიდის გამგეობის ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ოცნების რეჟიმმა მხარი არ დაუჭირა იმ ადამიანის გასამართლებას, ვინც 412 ქართველის მოკლა და ანწუხელიძე აწამა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
ომი უკრაინაში
რუსეთმა ლიმანის „ცეცხლოვანი კერის“ აღების შესახებ წელს მეორედ გამოაცხადა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)