|
2021-02-09 12:35:49, 569 ნახვა
კომენტარი
თამარ გაბუნიას განცხადებით, „ფაიზერით“ ვაქცინაციისთვის, ქვეყნის მასშტაბით, 9 დაწესებულებაა შერჩეული
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ რეგულირების სააგენტოს მიერ შეფასებული 12 დაწესებულებიდან, 9 აკმაყოფილებს მოთხოვნებს რომელიც დადგენილია Pfizer-ით ვაქცინაციისთვის. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მიზანია, რომ არსებობდეს 15-მდე დაწესებულება, რათა სწრაფად გაიშალოს ვაქცინაციის პროცესი. „ბოლო პერიოდში დიდი ყურადღება ექცევა ვაქცინაციისთვის მზადებას. რეგულირების სააგენტომ 12 დაწესებულება შეაფასა და აქედან ცხრა აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელიც დადგენილია „ფაიზერით“ ვაქცინაციისთვის. ამ კვირაში უკვე დაიწყება ტრენინგი ამ დაწესებულებებში. პროცესი გრძელდება, რადგან ჩვენი მიზანია, დაახლოებით 15-მდე დაწესებულება გვქონდეს იდენტიფიცირებული, რომ სწრაფად გაიშალოს ვაქცინაციის პროცესი, როგორც კი ვაქცინა ქვეყანაში შემოვა“, – განაცხადა გაბუნიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)