12:22 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-06 12:01:56, 638 ნახვა

ეკონომიკა
თამარ არჩუაძე: 2021 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე მგზავრების მისაღებად აქტიურად ვემზადებით

დასასრულს უახლოვდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის სარემონტო სამუშოები. ბოლო ეტაპზეა შიდა ინტერიერის მოწყობა. სარემონტო სამუშაოები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძემ  მოინახულეს. გაწეული სამუშოების შესახებ ინფორმაცია მათ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ გააცნო.

,,დამამთავრებელ ფაზაშია ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალის სარემონტო სამუშაოები. პოლონური კომპანია Dimark group-ის მიერ დამონტაჟდა ბარგის მართვის სისტემა, რომელიც უკვე გავტესტეთ და მუშაობს გამართულად. ასევე, დამონტაჟებულია და გამართულია სახანძრო და წყალმომარაგების სისტემები. ამჟამად მიმდინარეობს სააეროპორტო აღჭურვილობის მონტაჟი. აეროპორტს ასევე ექნება, ახალი საკონტროლო გამშვები პუნქტი, უფრო მეტი სარეგისტრაციო დახლები. 2021 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე მგზავრების მისაღებად აქტიურად ვემზადებით. ქუთაისის აეროპორტში მოსულ მგზავრებს დახვდებათ გაფართოებული ტერმინალი და ახალი სერვისები,-‘’განაცხადა თამარ არჩუაძემ.

დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალ ტერმინალში 18 სარეგისტრაციო დახლი მოეწყო, საიდანაც ორი  ე.წ. baggage drop off იქნება და მგზავრები რეგისტრაციის ონლაინ რეჟიმში გავლის შემთხვევაში, ბარგის ჩაბარებას თავისით შეძლებენ. მოეწყო ე.წ. მწვანე გადახურვა, ტერასა გამწვანებით. ახალი ტერმინალის სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაიწყება არსებული ტერმინალის სარემონტო სამუშაოები. რის შემდეგაც ორივე ტერმინალი გაერთიანდება და აეროპორტს ექნება საერთო ტერმინალი, მოფრენისა და გაფრენის დარბაზებით და ყველა იმ აღჭურვილობით, რომელიც აეროპორტის ოპერირებისთვის არის საჭირო. განახლებულ აეროპორტს 7 გასასვლელი (ე.წ. Gate) ექნება და საათში 1200 მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს, რაც აეროპორტის არსებულ გამტარუნარიანობას ოთხჯერ გაზრდის.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მზის ენერგიის სექტორის განვითარებაზე შეხვედრა გაიმართა
კალასი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა, ჩვენ გვინდა, მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics