|
2021-02-05 23:18:33, 759 ნახვა
კომენტარი
ნიკა მელიას განცხადებით, 20 ივნისის განცხადება ნამდვილად იყო მოწოდება
ნიკა მელიას განცხადებით, 20 ივნისის განცხადება ნამდვილად იყო მოწოდება. ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ის მოუწოდებდა მოქალაქეებს პარლამენტის ეზოში შესვლას და არა შენობაში. „მე ვთქვი პარლამენტის ეზოში და არა პარლამენტში და კი, ეს ნამდვილად იყო მოწოდება. ეს განცხადება აუცილებლად უნდა გაკეთებულიყო და გეტყვით რატომ. ბაქოში მყოფმა კობახიძემ გააკეთა განცხადება, რომ ის არსად წასვლას არ აპირებდა და ამიტომ, ეს განცხადება გაკეთდა ისე, როგორც უნდა გაკეთებულიყო. 20 ივნისის მოვლენებზე ჩემს პასუხისმგებლობას ვგრძნობ, რადგან გავრილოვის ღამე გრძელდება და ამ ღამის ერთ-ერთი შემოქმედი ისევ არის პარლამენტის წევრი. ეს არ იყო ჩვეულებრივი მოვლენა, როდესაც რუსეთის დუმის დეპუტატი ჩაჯდა იმ სავარძელში და სხდომა წაიყვანა რუსულად“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)