|
2021-02-04 10:48:24, 718 ნახვა
რეგიონი
„ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის შენობაში საქმიანობას წყვეტს
„ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის შენობაში საქმიანობას წყვეტს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან მანგანეზი“ ავრცელებს. კომპანიის ხელმძღვანლობის გადაწყვეტილებით, შენობა დღეიდან ახალ სიცოცხლეს შეიძენს, მას საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო ცენტრის დატვირთვა ექნება და ძირითადად, ორიენტირებული იქნება ადგილობრივი ახალგაზრდებისა და ბავშვების მხარდაჭერაზე. „ცენტრი ყველა პირს ან ორგანიზაციას, მათ შორის, არასამთავრობო სექტორს შესაძლებლობას მისცემს, განახორციელოს საგანმანათლებლო, კულტურული, შემეცნებითი, ტურისტული მიმართულების, ასევე, ახალი ბიზნესპროექტები. კომპანია მიიჩნევს, რომ ეს საუკეთესო საჩუქარია ქალაქისთვის, რაც ადგილობრივ მოსახლეობას შესაძლებლობას მისცემს, ყველა ის საქმიანობა განახორციელოს, რაც ჭიათურის კეთილდღეობას ხელს შეუწყობს. დაინტერესებული პირებისა და ჯგუფებისთვის შენობის სივრცის დათმობის გარდა, „ჯორჯიან მანგანეზი“ მზად არის, ყველა საინტერესო პროექტსა და ინიციატივას მხარი დაუჭიროს. ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის შენობიდან ადმინისტრაციის გასვლის საფუძველი კომპანიაში ცოტა ხნის წინ ჩატარებული რესტრუქტურიზაცია გახდა. რესტრუქტურიზაციის საფუძველზე, კომპანიის საწარმოო ობიექტები მმართველობაში კერძო ფირმებს გადაეცათ და ისინი „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიის ქვეშ მუშაობენ. კომპანია მიიჩნევს, რომ ეს ბიზნესსაქმიანობის წარმართვის ეფექტური ფორმაა, რამაც მენეჯმენტსა და დასაქმებულ პირთა ურთიერთობა მოქნილი, ხოლო კერძო ფირმების საქმიანობა უფრო ქმედითი გახადა“, - აღნიშნულია კომპანიის ინფორმაციაში.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)