|
2021-02-03 14:29:03, 417 ნახვა
საზოგადოება
დაუმორჩილებლობის მარში პარლამენტთან - მოძრაობა „სირცხვილია“ 6 თებერვალს აქციას აანონსებს
მოძრაობა „სირცხვილია“ შაბათს, 6 თებერვალს, პარლამენტის შენობასთან დაუმორჩილებლობის აქციას აანონსებს. როგორც აქციის ორგანიზატორები სოციალურ ქსელში წერენ, ისინი ხელისუფლების მიერ ქვეყანაში დაწესებულ შეზღუდვებს გააპროტესტებენ და რესტორნებს სოლიდარობას გამოუცხადებენ. „როდესაც ხელისუფლებას კრიზისიდან გამოსვლის არათუ რამე გეგმა აქვს, არამედ უფრო აღრმავებს მას და როდესაც ხელისუფლებას თავისი მოქალაქეების არ ესმის, პანდემიას კი მისთვის სასიკეთოდ და სხვებისთვის საზიანოდ იყენებს მოქალაქეების დაუმორჩილებლობის დრო დგება! შაბათს, 6 იანვარს, 200-მდე რესტორანი აღარ დაემორჩილება მთავრობის დაუსაბუთებელ შეზღუდვებს და გაიხსნება. დილიდან შეგვიძლია ვესტუმროთ ბარებსა და რესტორნებს, ვისარგებლოთ მათი მომსახურებით და გავამხნევოთ მათი მფლობელები. ამ გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ არის და ჩვენი მხარდაჭერა მათთვის მნიშვნელოვანია. საღამოს, ე.წ. „კომენდანტის საათის“ დროს, ვგეგმავთ დაუმორჩილებლობის ფერად, მხიარულ და ბრჭყვიალა მარშს, რომელში მონაწილეობაც ყველა მსურველს შეუძლია. სასურველია, წამოიღოთ დოლები, ტამტამები, ნიღბები, სადღესასწაულო ქუდები და სხვა რეკვიზიტები, რომლებიც მარშს კიდევ უფრო ფერადსა და დაუმორჩილებელს გახდის. 20:00-ზე ვიკრიბებით პარლამენტთან“, - წერს მოძრაობა „სირცხვილია“.
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად - ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე
შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელთაგან მხოლოდ ერთი პირი დააკავა
ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია, მან ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)