2015-10-04 10:11:24, 775 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ბეისბოლის ეროვნულ ნაკრებსა და ამერიკის გუნდს „მეომრები“ შორის ამხანაგური მატჩი გაიმართება
მიხეილ მესხის სტადიონის სათადარიგო მოედანზე - ლოკომოტივი 2, 15:30 საათზე, საქართველოს ბეისბოლის ეროვნულ ნაკრებსა და ამერიკელ საზღვაო ქვეითთა გუნდს „მეომრები“ შორის ამხანაგური მატჩი გაიმართება. მატჩი ეძღვნება საერთაშორისო მისიებში დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებსა და დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას. ამხანაგური მატჩი ბეისბოლში მიზნად ისახავს საზოგადოების უკეთ ინფორმირებას „დაშავებული ქართველი მეომრების პროგრამის“ შესახებ.
მატჩს დაესწრებიან საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაჭრილი ქართველი სამხედრო მოსამსახურეები.
ყველას, ვისაც სურვილი აქვს მხარი დაუჭიროს საერთაშორისო მისიებში დაჭრილ და დაშავებულ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს, შეუძლიათ ბეისბოლის ამხანაგურ მატჩს დაესწრონ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან