|
2021-02-01 19:27:59, 585 ნახვა
კომენტარი
ზურა ჯაფარიძე - საუბარი სადეპუტატო მანდატების ვადის გახანგრძლივებაზე ერთი ადგილის თამაშია
„საუბარი სადეპუტატო მანდატების ვადის გახანგრძლივებაზე ერთი ადგილის თამაშია“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში პარტია „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე ტყუილია. „მთელი თემის გადატანა იმაზე, რომ თითქოს მოლაპარაკებები არის პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე სისულელეა, ტყუილია უბრალოდ არ არის შესვლა-არშესვლაზე ეს მოლაპარაკებები. ეს არის მთავარი თემა ოცნებისთვის, თორე არასოდეს არ ყოფილა სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის და იქ სხედან ოპოზიციური პარტიები, რომლებიც იძახიან, რომ მათ შორის ამ პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაშიც, 4 პუნქტი რომ არ ის წარდგენილი, თუ დააკმაყოფილეს, იმ შემთხვევაშიც არ აპირებენ ისინი პარლამენტში შესვლას. ეს მათ შორის, მოლაპარაკებების მაგიდაზეც ისმოდა. ეხლა რომ რაღაც ვადა იწურება, ყველამ ვიცოდით მანამდე, მეც ვიცოდი და მიუხედავად ამისა, გადავდგი ეს ნაბიჯი და ეხლა, როდესაც ოცნება არ მოდის დათმობაზე, საუბარი იმაზე, რომ მოდი ეხლა კიდე ვადა გავახანგრძლივო, იქნებ დარჩეს რაღაცა შანსი და რაღაცები, ჩემი აზრით არის ერთი ადგილის თამაში, ჩემი მხრიდან იქნება ერთი ადგილის თამაში, სხვას არავის არ ვეხები, მე რაც ვთქვი, ჩემ სიტყვაზე ვარ მე პასუხისმგებელი“, - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)