|
2021-02-01 13:10:41, 640 ნახვა
საზოგადოება
BAG - მიგვაჩნია, მოლებთან ერთად, თებერვლის პირელი რიცხვებიდან მუშაობის შესაძლებლობა ბაზრობებსაც უნდა მიეცეთ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, რომ ერთი მხრივ, ეპიდვითარების გაუმჯობესება, ხოლო მეორე მხრივ, გაუარესებული სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა იძლევა იმის კარგ წინაპირობას, რომ გადაიხედოს ეკონომიკის გახსნის დაანონსებული გეგმა და ბაზრობის ტიპის სავაჭრო ობიექტებს თებერვლის პირველივე დღეებში მიეცეთ დადგენილი რეკომენდაციების დაცვით საქმიანობის განახლების საშუალება. საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, რომ გახსნის დაჩქარების გადაწყვეტილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „ლილო მოლისათვის“, როგორც ბაზრობის ორგანიზატორი სუბიექტისა და საქართველოში ყველაზე დიდი ბაზრობის ტიპის სავაჭრო ცენტრისათვის, რომლის საქმიანობაც პირდაპირ და უშუალოდაა დაკავშირებული ათასობით მცირე მეწარმის ყოველდღიურ შემოსავალთან. შესაბამისად, ბაზრობაზე წარმოდგენილი მეწარმეებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის გადამწყვეტია ოპერირების ყოველი დღე, რომელიც ხანგრძლივი შეზღუდვის შემდეგ ბიზნესის გამოცოცხლების შესაძლებლობას გააჩენს. „უპირველესი, რაზეც ყველანი ვთანხმდებით არის ის, რომ ჩვენი ეპიდემიოლოგების და მედიკოსების რეკომენდაციები ზედმიწევნით უნდა იქნას დაცული აუცილებელი რეგულაციები, იქნება ეს მომხმარებელთა ნაკადების მართვა და დასაქმებული მეწარმეების ტესტირება, ასევე პირბადის ტარებისა და დისტანცირების წესები. ვფიქრობთ, რომ ბიზნესი ამ წესების დაცვისათვის სათანადოდ მოემზადა და მაქსიმალურად გახსნილია მაკონტროლებელ ორგანოებთან სათანამშრომლოდ. ამ პირობების გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ მოლებთან ერთად თებერვლის პირელი რიცხვებიდან ბაზრობებსაც უნდა მიეცეთ ფუნქციონირების შესაძლებლობა: ერთის მხრივ, ეს იქნება სამართლიანი მიდგომა, ხოლო მეორეს მხრივ, ხელს შეუწყობს ეკონომიკის აღდგენის პროცესს და ათასობით ჩვენს თანამემამულეს დაუბრუნებს საარსებო წყაროს. მესამე და მთავარი კი ისაა, რომ ეპიდემიის საწინააღმდეგო რეკომენდაციების დაცვის მკაცრი კონტროლი საშუალებას მისცემს საკოორდინაციო საბჭოსა და ადმინისტრციულ ორგანოებს რისკების დანახვისთანავე მკაცრი რეაგირება მოახდინოს ყოველ ცალკეულ დარღვევაზე, თუმცა ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ ბიზნესი უკვე მზად არის ახალ რეალობაში საქმიანობის განახლებისთვის და ამის საჭიროება არ დადგება“ - აცხადებენ ბიზნეს ასოციაციაციაში.
2026 წლის მეორე კვარტალში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები გაიზარდა
ამ დროისთვის ორივენი არიან სტაბილურად - ექიმი ვერაზე დაჭრილ ახალგაზრდებზე
შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელთაგან მხოლოდ ერთი პირი დააკავა
ვერაზე მოკლული 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილია, მან ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)