22:03 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-01 10:29:25, 925 ნახვა

მსოფლიო
თეთრი სახლი მიანმარში განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

აშშ-ის თეთრი სახლი მიანმარში განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

ამის შესახებ განცხადება თეთრი სახლის ვებ-გვერდზეა განთავსებული.

„აშშ შეშფოთებულია გავრცელებული ინფორმაციით, რომ მიანმარში სამხედროებმა ქვეყნის დემოკრატიული გარდაქმნის შერყევის კუთხით გარკვეული ნაბიჯები გადადგეს. პრეზიდენტ ბაიდენს მიანმარში განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაცია ჯეკ სულივანმა მიაწოდა. ჩვენ კვლავ მტკიცედ მხარს ვუჭერთ მიანმარის დემოკრატიულ ინსტიტუტებს და მოვუწოდებთ სამხედროებსა და სხვა მხარეებს, დაიცვან დემოკრატიული ნორმები, კანონის უზენაესობა და გაათავისუფლონ დაკავებულები. აშშ არჩევნების შეცვლის ნებისმიერ მცდელობას ეწინააღმდეგება“, - აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.

ცნობისთვის, მიანმარში სამხედრო გადატრიალების შედეგადა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. სახელმწიფო მრჩეველი, აუნ სან სუ ჩი და ქვეყნის პრეზიდენტი, ვინ მიინი დააკავეს. მმართველი „დემოკრატიისთვის ეროვნული ლიგის“ პარტიის წარმომადგენელი, მიო ნიუნტი აცხადებს, რომ სახელმწიფო გადატრიალების უკან, სავარაუდოდ, სამხედროები დგანან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
მზადება ახალი თავგადასავლისთვის - თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics