22:03 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-31 15:38:50, 904 ნახვა

მსოფლიო
მოსკოვში მომიტინგეები წინასწარი დაკავების იზოლატორთან მივიდნენ, სადაც ამჟამად ალექსეი ნავალნი იმყოფება

მოსკოვში მომიტინგეები წინასწარი დაკავების იზოლატორთან მივიდნენ, სადაც ამჟამად ალექსეი ნავალნი იმყოფება, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული „ბიბისი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, პოლიციამ გზის ის ნაწილი გადაკეტა, რომელიც სწორედ წინასსწარი დაკავების იზოლატორამდე უნდა გაევლო ხალხს.

ცნობილი გახდა, რომ რუსეთში ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციას მისი მეუღლე იულია ნავალნაიაც შეუერთდა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ აქციებზე დაკავებული ადამიანების რიცხვი 1 000-მდე გაიზარდა.

მედიის ცნობით დაკავებების რიცხვით მოსკოვი ლიდერობს, აქ 142 ადამიანი დააკავეს.

შემდეგ კი მოდის ქალაქი ვლადივოსტოკი 113 ადამიანის დაკავებით.

მედია წერს, რომ რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურადაა გამკაცრებული. ამ დროისათვის დახურულია მეტროს 7 სადგური და შეცვლილია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტი.

აშშ-ს საელჩო რუსეთის ფედერაციას ადამიანის უფლებების დაცვისკენ მოუწოდებენ.

შეგახსენებთ, რომ 28 იანვარს რუსეთში დაბრუნებულ ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის სასამართლომ 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
მზადება ახალი თავგადასავლისთვის - თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics