|
2021-01-31 14:08:37, 896 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთის დუმის ექს-დეპუტატი - ახალმა რუსეთმა საქართველოსთვის აფხაზეთის და ე.წ სამხრეთ ოსეთის გადაცემა უნდა მოახდინოს
რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის ყოფილი დეპუტატი და პოლიტიკოსი ალექსეი მელნიკოვი, თვლის რომ ახალმა რუსეთმა უნდა შეწყვიტოს, ოკუპირებული აფხაზეთის, ე.წ სამხრეთ ოსეთის და დნესტრისპირეთის მხარდაჭერა. - სტატიას "ეხო მოსკვი" ავრცელებს. პოლიტიკოსის აზრით, სეპატარისტული რეჟიმების მხარდაჭერა წარუმატებელი და ძვირად ღირებული არათუ ექსპერიმენტი, არამედ ჩიხში შესული, არაშორსმჭვრეტელი პოლიტიკაა. ყოფილი დეპუტატი თვლის რომ, რუსეთმა უნდა მოამზადოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოსთვის, დნესტრისპირეთის კი მოლდოვისთვის გადაცემის პროცესი. „2021 წლის აგვისტოში შესრულდება „დამოუკიდებლობის“ 13 წლისთავი. რა არის მისი შედეგები? რის გაკეთება მოახერხა რუსეთის დიპლომატიამ იმისთვის, რომ მიეღწია ეს „სახელმწიფოები“ თუნდაც მსოფლიო თანამეგობრობის ნახევარს ეღიარებინა? ვერაფრის. რუსეთის რამდენიმე სატელიტისა და კლიენტის გარდა, აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი არავინ აღიარა. ამავდროულად, ისინი რუსეთისგან ყოველწლიურად იღებენ ფინანსურ დახმარებასა და მხარდაჭერას, რომელსაც ბოლო არ უჩანს. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის პროექტი წარუმატებელ გადაწყვეტილებად უნდა ჩაითვალოს. კიდევ ერთი ასეთი „ჩამოკიდებული“ ტერიტორიაა დნესტრისპირეთი. ახალი რუსეთის წინაშე ობიექტურად დგას ამოცანა, შეწყვიტოს წარუმატებელი და ძვირად ღირებული არათუ ექსპერიმენტი, არამედ ჩიხში შესული არაშორსმჭვრეტელი პოლიტიკა და მოამზადოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოსთვის, დნესტრისპირეთის კი - მოლდოვასთვის გადასაცემად“ - წერს მელნიკოვი. ალექსეი მელნიკოვი არჩევნებზე დაშვებული ერთ-ერთი პოპულარული პარტიის "იაბლაკოს" პოლიტსაბჭოს წევრია. იგი ორჯერ იყო რუსეთის პარლამენტის არჩეული წევრი.
The Telegraph: „მსურველთა კოალიცია“ შესაძლოა ლიდერის გარეშე დარჩეს
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანზე დარტყმა ნებისმიერ მომენტში განახორციელოს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)