|
2021-01-30 13:54:14, 516 ნახვა
საზოგადოება
დევნილთა სააგენტომ იძულებით გადაადგილებულ პირებს მინიტრაქტორები გადასცა
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ იძულებით გადაადგილებულ პირებს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ხელშეწყობის მიზნით მინიტრაქტორები გადასცა. ღონისძიებას დევნილთა სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ამირან ქრისტესიაშვილი ესწრებოდნენ. პროგრამის მთავარ მიზანს, სახელმწიფოს მიერ საცხოვრებლით უზრუნველყოფილი იძულებით გადაადგილებული ოჯახების ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა წარმოადგენს. ამ ეტაპზე, გრანტი 13 დევნილს გადაეცა, 2021 წლიდან კი პროგრამაში მონაწილეობა ეკომიგრანტებსაც შეუძლიათ. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, სააგენტომ საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროგრამების ფარგლებში, ჯამში, 400-ზე მეტი დევნილი დააფინანსა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)