|
2015-10-03 16:18:46, 751 ნახვა
სამართალი
ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობის დელეგატი გეგა გობეჯიშვილი თავისუფალია
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობის ერთ-ერთი დელეგატი გეგა გობეჯიშვილი თავისუფალია. თბილისის საქალაქო სასამართლომ გობეჯიშვილი 500 ლარის ოდენობის ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა. გეგა გობეჯიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით იყო დაკავებული, რაც ნარკოტიკული საშუალების მოხამრებას გულისხმობს. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი რევაზ არველაძე გეგი გობეჯიშილის გათავისუფლებამდე საარჩევნო ყრილობის დაწყებას აპროტესტდება. „მოვუწოდებ ყველას, პირველ რიგში ჩემს თავს, ყველა კანდიდატს, ყველა დელეგატს, აღმასკომს, და აღმასკომის თავმჯდომარეს, სანამ ბატონი გეგა გობეჯიშილი არ გათავისუფლდება პატიმრობიდან, მანამდე არ დაიწყოს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საარჩევნო ყრილობა. ეს არის ჩემი თხოვნაც, მოწოდებაც და მე ამ მოწოდებაში ვარ მართალი, ვარ უმეტესობაში. ამიტომ, მინდა დანარჩენებსაც ვუთხრა, რომ ეს იქნება ყველაზე სწორი გადაწყვტილება ამ წუთში“, - განაცხადა რეზი არველაძემ. შეგახსენებთ, სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ“-ში დღეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები უნდა გაიმართოს. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი რევაზ არველაძე, ლევან კობიაშვილი და მამუკა კვარაცხელია იბრძვის.
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)