20:45 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-29 10:01:38, 785 ნახვა

მსოფლიო
ალექსეი ნავალნი მხარდამჭერებს საპროტესტო გამოსვლების გაგრძელებისკენ მოუწოდებს

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მხარდამჭერებს ქუჩაში გამოსვლისა და საპროტესტო აქციების გაგრძელებისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

„კვლავ გამოდით, არაფრის შეგეშინდეთ. არავის სურს, იცხოვროს ქვეყანაში, სადაც მეფობს უკანონობა და კორუფცია“, - აცხადებს ნავალნი.

მისი თქმით,  ვლადიმირ პუტინის შესახებ შექმნილ საგამოძიებო ფილმს 100 მლნ-ზე მეტი მნახველი ჰყავს.

შეგახსენებთ, რომ რუს ოპოზიციონერს ხიმკის პოლიციის განყოფილებაში, 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.

17 იანვარს რუსმა სამართალდამცავებმა გერმანიიდან დაბრუნებული ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი „შერემეტიევოს“ აეროპორტში დააკავეს. როგორც ქვეყნის ფედერალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, ნავალნის დაკავების მიზეზი გამოსაცდელი ვადის პირობების სისტემატური დარღვევა გახდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics