|
2021-01-28 19:48:45, 672 ნახვა
კომენტარი
ხატია დეკანოიძე - უნდა ვიბრძოლოთ, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს
„უნდა ვიბრძოლოთ, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ბევრმა ადამიანმა გამოთქვა სურვილი, რომ გირაო შეგროვდეს. „ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს. დასრულდეს ის, რომ სასამართლო არ იცავს ადამიანის უფლებებს. დასრულდეს სისტემის და რეჟიმის მიერ სასამართლო სისტემის გამოყენება. რაც შეეხება გაგრძელებას, ჩვენთვის არაფერი იცვლება. გააზრებული გვაქვს, რა ბრძოლაშიც ვართ, გააზრებული გვაქვს, რომ ეს პარლამენტი ლეგიტიმური არ არის, გავაგრძელებთ თითოეული პოლიტპატიმრისთვის, თითოეული ადამიანისთვის ბრძოლას. თუმცა გვახსოვდეს რომ ეს არის მხოლოდ აღკვეთის ღონისძიების შეცვლა, ეს არ არის მათი საბოლოო თავისუფლება. ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოთქვა სურვილი, რომ გირაო შეგროვდეს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს გირაო შეგროვდეს. ყველა, საზოგადოების თითოეული წევრი დარწმუნებული ვარ, ისიც კი, ვინც დღეს სხვა მხრიდან უყურებს ამას, ჩათვლის თავს ვალდებულად, რომ მათ დაეხმაროს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს ადამიანები გამოსულიყვნენ თავისუფლებაზე, ამის შემდეგ ბრძოლა გრძელდება, ეს არ არის ბრძოლის დასასრული. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამ სისტემის შესაცვლელად“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)