15:49 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-28 12:06:32, 448 ნახვა

საზოგადოება
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ახალი მაგისტრალური ხაზი და სარეზერვო აუზები ეწყობა

საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში საირიგაციო სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. წლების განმავლობაში, ბოტანიკური ბაღის სარწყავი წყლით შეუფერხებელი მომარაგება მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენდა, რაც ბაღის კოლექციების მართვაში სირთულეებს ქმნიდა.

ბოტანიკურ ბაღში სარწყავი წყლის ახალი მაგისტრალური ხაზისა და სარეზერვო აუზების მოწყობის სამუშაოები უკვე აქტიურ ფაზაშია. უახლოეს მომავალში 1.5 კმ სიგრძის ახალი სარწყავი მილი და 500 კუბური მეტრის მოცულობის სარეზერვო აუზი ექსპლუატაციაში შევა. ასევე, რეკონსტრუქცია უტარდება არსებულ სამარაგე ავზებს.

პროექტის დასრულების შემდეგ, ბაღის სარწყავი წყლის ცენტრალური მაგისტრალური ხაზი და სარეზერვო აუზები სრულიად ავტომატიზებული იქნება. მტკვრის სატუმბი სადგური კი, საიდანაც წყლის მოწოდება მოხდება, აღიჭურვება ახალი სატუმბი დანადგარებით, რაც მცენარეთა კოლექციების მოვლას გააუმჯობესებს.

პროექტის ბიუჯეტი 1,5 მილიონი ლარია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი: რატომ გახდა ეს ქვეყანა ტრაგედიის, სიკვდილის, უსამართლობის, სიძულვილისა და სისასტიკის ქვეყანა?
კლინიკის ინფორმაციით, ბათუმში, გუშინ დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება
სააკაშვილი: ვახო სანაიას დაპატიმრება საზოგადოების დაშინებისა და მედიის წინააღმდეგ დიდი გეგმის ნაწილია
საია: ოქრიაშვილზე თავდასხმა სახელმწიფოს მიერ შექმნილი ძალადობრივი გარემოს შედეგია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics