|
2021-01-26 18:11:08, 951 ნახვა
კომენტარი
ომბუდსმენი - ევროპული სასამართოს გადაწყვეტილება ჰააგის სასამართლზე გავლენას იქონიებს
„ევროპული სასამართოს გადაწყვეტილება ჰააგის სასამართლზე გავლენას იქონიებს“, - ამის შესახებ ომბუდსმენი განცხადებას აქვეყნებს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროპულმა სასამართლომ ცალსახად დაადგინა, რომ ადგილი ქონდა ქართველ სამხედრო ტყვეთა წამებას. „აქვე გვინდა საზოგადოებას შევახსენოთ, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურატურის ოფისი 2016 წლიდან იძიებს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ჩადენილ სავარაუდო ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს. მიგვაჩნია, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ზეგავლენას იქონიებს აღნიშნულ პროცესზე, განსაკუთრებით კი ქართველი სამხედრო ტყვეების წამების ნაწილში. ევროპულმა სასამართლომ ცალსახად დაადგინა, რომ ადგილი ქონდა ქართველ სამხედრო ტყვეთა წამებას და აღნიშნულზე პასუხისმგებელ სახელმწიფოდ რუსეთის ფედერაცია ცნო. ქართველ სამხედრო ტყვეთა წამების გამო დამნაშავე მაღალი თანამდებობის პირთა გამოვლენა და მათთვის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის დაკისრება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანა უნდა იყოს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)