16:29 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-26 12:52:49, 573 ნახვა

საზოგადოება
მამუკა მდინარაძის განცხადებით, შეზღუდვების ნაადრევად მოხსნის შემთხვევაში, მათი აღდგენა გახდება საჭირო

ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, კოვიდ19-ის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაადრევად მოხსნის შემთხვევაში, საჭირო გახდება მათი აღდგენა.

ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

მანვე დასძინა, რომ თბილისში, ტრანსპორტის აღდგენაზე საუბარი მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს ჩამოსცდება.

„როგორც კი ბოლო 7 დღე იქნება ისეთი, რომ დადებითობის მაჩვენეელი იქნება 4%-ზე ნაკლები ჩვენ უკვე დავიწყებთ ფიქრს, რომ მაგალითად ტრანპოსრტთან დაკავშირებით შეზღუდვები მოვხსნათ, ეს არ არის დამოკიდებული ვინმე კონკრეტულის პრეტენზიაზე, ეს არის დამოკიდებული კონკრეტულ მეცნიერულ დათვლებზე, რომელთა მიხედვითაც ეპიდსიტუაციის გაუარესება,

ჩვენ თუ არ არასწორი გადაწყვეტილებები მივიღეთ ნაადრევად, შეზღუდვების კვლავ აღდგენა დაგვჭირდება, რაც კიდევ უფრო მძიმედ დააწვება ქართულ ეკონომიკას და არა მხოლოდ მოქალაქეთა ჯანმრთელობას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი: რატომ გახდა ეს ქვეყანა ტრაგედიის, სიკვდილის, უსამართლობის, სიძულვილისა და სისასტიკის ქვეყანა?
კლინიკის ინფორმაციით, ბათუმში, გუშინ დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება
სააკაშვილი: ვახო სანაიას დაპატიმრება საზოგადოების დაშინებისა და მედიის წინააღმდეგ დიდი გეგმის ნაწილია
საია: ოქრიაშვილზე თავდასხმა სახელმწიფოს მიერ შექმნილი ძალადობრივი გარემოს შედეგია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics