|
2021-01-25 12:55:29, 530 ნახვა
პოლიტიკა
ნინო წილოსანი - თავზე ნაგვის დაყრა სამოქალაქო აქტივიზმის არც ერთ ნორმალურ ფორმას არ შეესაბამება
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ნინო წილოსანის განცხადებით, ცივილურად მოაზროვნე არც ერთი ადამიანი ვინმესთვის თავზე ნაგვის დაყრას არ გაამართლებს. როგორც მან აღნიშნა, თავზე ნაგვის დაყრა სამოქალაქო აქტივიზმის არც ერთ ნორმალურ ფორმას არ შეესაბამება. ნინო წილოსანი ხაზს უსვამს, რომ პოლიტიკოსებმა მსგავსი შემთხვევების დროს განცხადებები განსაკუთრებულად ფრთხილად უნდა გააკეთონ. „არ მეგულება ცივილურად მოაზროვნე ადამიანი, რომელიც გაამართლებდა ამ ქმედებას, თუმცა, ამის პარალელურად, ვხედავთ, რომ პოლიტიკოსები, რომლებსაც განსაკუთრებულად დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ და განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა აკეთებდნენ განცხადებებს, რადგან მათ ბევრი ადამიანი უსმენს, კონკრეტული ამომრჩეველი ჰყავს და მათი მოსაზრება ამ ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია, მოუწოდებენ თავიანთ ამომრჩევლებს და ამართლებენ საქციელს, როდესაც ქმედება ცდება ყველანაირ გამოხატვის თავისუფლებას. ნაგვის თავზე დაყრა არ შეესაბამება სამოქალაქო აქტივიზმის არცერთ ნორმალურ ფორმას," - განაცხადა ნინო წილოსანმა. შეგახსენებთ, რომ 23 იანვარს, ბათუმში მიმდინარე აქციაზე, ირაკლი ჩავლეიშვილს, რომელმაც ბოიკოტზე უარი თქვა და აჭარის უმაღლეს საბჭოში შევიდა, არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივას" წევრმა ირაკლი ფანგანმა შეურაცხყოფა მიაყენა და თავზე ნაგავი დააყარა. შსს-მ ინციდენტში მონაწილე ერთი პირი დააკავა.
The Telegraph: „მსურველთა კოალიცია“ შესაძლოა ლიდერის გარეშე დარჩეს
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანზე დარტყმა ნებისმიერ მომენტში განახორციელოს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)