12:42 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-25 12:53:13, 552 ნახვა

სამართალი
ბათუმში, დევნისა და ხულიგნობის ბრალდებით დაკავებულ ირაკლი ფანგანს ბრალს დღეს წაუყენებენ

ბათუმში, დევნისა და ხულიგნობის ბრალდებით დაკავებულ ირაკლი ფანგანს ბრალს დღეს წაუყენებენ.

როგორც ფანგანის ადვოკატი, მალხაზ ზოიძე აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს და დანაშაულს არ აღიარებს.

„ამ ეტაპისთვის მას ბრალი წარდგენილი არ აქვს და დღის განმავლობაში მოხდება მისი ბრალის წარდგენა. რაც შეეხება აღკვეთი ღონისძიების მიზნების განხილვას, სავარაუდოდ, ალბათ მოხდება ხვალისათვის. დოკუმენტაცია ჯერჯერობით რაიმე სახის არ გადმოგვცემია, შესაბამისად, მსჯელობა იმის თაობაზე იყოს მისი მხრიდან თუ არა რაიმე დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა ვერაფერს ვერ გეტყვით, მითუმეტეს, რომ იყენებს დუმილის უფლებას და არ აღიარებს დანაშაულის ჩადენას“, - განაცხადა მალხაზ ზოიძემ.

შეგახსენებთ, რომ შსს-მ ირაკლი ფანგანი ბათუმში, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის ირაკლი ჩავლეიშვილის მიმართ განხორციელებული დევნისა და ნაგვის თავზე დაყრის ფაქტზე დააკავა. მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 156-ე და 239-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც დევნასა და ხულიგნობას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics