|
2021-01-24 10:25:24, 785 ნახვა
საზოგადოება
„ევროპარლამენტის“ რეზოლუცია - მოვითხოვთ რუსეთის ფედერაციამ შეწყვიტოს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია
„ევროპარლამენტმა“ მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმადაც მოითხოვს რუსეთის ფედერაციამ შეწყვიტოს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს. განცხადების თანახმად,“ევროპარლამენტის“ ახალი რეზოლუციები ხაზს უსვამს, რომ რუსეთი განაგრძობს რეგიონში მშვიდობის და უსაფრთხოების დესტაბილიზაციას; „ევროპარლამენტი ახალ რეზოლუციებში საქართველოს მიმართ ურყევ მხარდაჭერას გამოხატავს 2021 წლის 20 იანვარს ევროპარლამენტმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისა და უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის შესახებ რეზოლუციები მიიღო. რეზოლუციებში ევროპარლამენტი ურყევ მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით, რითიც არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს. ხაზს უსვამს, რომ რუსეთი განაგრძობს რეგიონში მშვიდობის და უსაფრთხოების დესტაბილიზაციას; მოითხოვს, რომ რუსეთის ფედერაციამ შეწყვიტოს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია და შეაჩეროს მათი რუსეთის მმართველობის ქვეშ ინტეგრაციის მცდელობები; გმობს რუსეთის აგრესიულ ქმედებებს და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას; ხაზს უსვამს ევროკავშირის ვალდებულებას მხარი დაუჭიროს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას; მოუწოდებს ევროკომისიასა და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურს, განაგრძონ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან დაკავშირებადობდის განვითარება და გააძლიერონ ეკონომიკური კავშირები ასოცირების შესახებ შეთანხმების, მათ შორის ღრმა და თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, ერთიან ბაზარზე შესვლისა და ხალხთა შორის კონტაქტების გაღრმავების მეშვეობით; მოუწოდებს ევროკავშირს, შეინარჩუნოს თითოეულ ქვეყანაზე მორგებული მიდგომები აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში „მეტი მეტისთვის" და „ნაკლები ნაკლებისთვის" პრინციპის საფუძველზე; აფასებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების უნიკალურ გამოცდილებას, მათ შორის, მათ წვლილს ევროკავშირის საერთო უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის მისიებში, საბრძოლო ჯგუფებსა და ოპერაციებში და ითხოვს ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის თანამშრომლობის გაღრმავებას ევროკავშირის თავდაცვის პოლიტიკის კუთხით“, - ნათქვამია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
23 ივლისის საღამოდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
SJC: ოქრიაშვილზე თავდასხმა ოცნებისა და მისი მედიების მიერ დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)