23:51 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-02 15:57:22, 548 ნახვა

პოლიტიკა
იან კელი: ჩვენი ძალისხმევა მიმართულია, ხელი შევუწყოთ საქართველოს არჩევანს

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საკითხზე მინისტრებთან და პარლამენტის წევრებთან შეხვედრებზე შეკითხვებს ვსვამთ, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს მედიის დამოუკიდებლობას და აზრის გამოხატვის თავისუფლებას.

„ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს  და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მედიის დამოუკიდებლობას და აზრის გამოხატვის თავისუფლებას. არ გვსურს ვიხილოთ პლურალისტული მედიაგარემო შეზღუდული. ჩვენ ამას თვალყურს ვადევნებთ, შეკითხვებსაც ვსვამთ. გვქონდა შეხვედრები მინისტრებთან, პარლამენტის წევრებთან და აქტიურად  ვაკვირდებით პროცესებს. მოხარული ვარ, რომ „რუსთავი 2“ ეთერშია“, - განაცხადა იან კელიმ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics