|
2021-01-20 15:08:02, 741 ნახვა
პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში გამოაცხადებს
„ქართულ ოცნებას" თუ გამოგვგლეჯთ რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, აუცილებლად შევალთ პარლამენტში", - ამის შესახებ „მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით მისი პარტია რამდენიმე დღეში გამოაცხადებს. „მეც და ჩვენმა პარტიამაც ამ ცირზე დავასრულეთ ლაპარაკი, რაც ოპოზიციაშია მოწყობილი. ვისაც დამატებითი კითხვები აქვს ჩემთან, ხაზარაძესთან, სხვებთან დაკავშირებით, გადახედოთ ჩემ წარსულს რა გამიკეთებია ჩემი ქვეყნისთვის, ხალხისთვის, სად ვიყავი წლების განმავლობაში და გადახედონ სხვების წარსულს, ვინ სად, როდის, სად იყო, ვისთან იყო შეკრული, ვისთან იყო გამოკრული და ა.შ. გარიყვების და გამორიყვების არც გვეშინია და ძალიან გვეღიმება ამ ყველაფერზე. ჩვენ ისედაც ვიცოდით რაც გვინდოდა, უბრალოდ გვინდოდა რომ დანარჩენებთან ამოგვეწურა რესურსი, დაგვერწმუნებინა. არ უნდათ, ნუ უნდათ. ჩვენ ვიცით რასაც გავაკეთებთ, ისედაც ვიცოდით რასაც ვაკეთებთ და ამაზე, სულ რამდენიმე დღეში ვიტყვით. „ქართულ ოცნებას" თუ გამოგვგლეჯთ რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, აუცილებლად შევალთ პარლამენტში", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
The Telegraph: „მსურველთა კოალიცია“ შესაძლოა ლიდერის გარეშე დარჩეს
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს შეუძლია ირანზე დარტყმა ნებისმიერ მომენტში განახორციელოს
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვლადიმირის მახლობლად Wildberries-ის საწყობს დაარტყეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)