19:01 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-20 00:04:53, 880 ნახვა

კომენტარი
ვაშაძე ელისაშვილ-მეგრელიშვილზე : მათი პოზიცია არღვევს საერთოდ ამ მოლაპარაკებების შედეგებით დასრულების შესაძლებლობას

„მათი დღევანდელი პოზიცია არღვევს საერთოდ ამ მოლაპარაკებების შედეგებით დასრულების შესაძლებლობას“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

მან ასევე განაცხადა, რომ საერთო ოპოზიციურ ფორმატში შეხვედრა სჯობს.

„ოპოზიციაში არეულობა აწყობს „ქართულ ოცნებას“, რა თქმა უნდა.

შესაბამისად, ტაქტიკურადაც, სტრატეგიულადაც, მოლაპარაკებების პროცესში მსგავსი საჯარო დისკუსიები არასწორია.

მესამე, პოზიციების ცვლა საჯარო დისკუსიებში იმის გარეშე, რომ პროგრესი არ გაქვს მოლაპარაკებებში, არასწორია – მოლაპარაკებების ანბანია.

მე არ მიყვარს ის, რომ ახლა გამოვიდე და ვთქვა, რომ ვახო მეგრელიშვილი ეს არის, ელისაშვილი ის არის... იმიტომ, რომ მე ამის მტკიცებულებები არ მაქვს.

მათი დღევანდელი პოზიცია არღვევს საერთოდ ამ მოლაპარაკებების შედეგებით დასრულების შესაძლებლობას. ამიტომაც, გავაუქმე შეხვედრა და ვთქვი, რომ საერთო ოპოზიციურ ფორმატში დასვხდეთ, მეგობრებო, და მაშინ თუ პოზიციების ცვლილებებზეა საუბარი, ყველა დავსხვდეთ და ვიმსჯელოთ ამ საკითხთან დაკავშირებით“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics