12:34 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-19 15:46:22, 748 ნახვა

კომენტარი
მეუფე ნიკოლოზი - ნაკურთხი წყალი სახლში წაიღეთ, ასხურეთ, დალიეთ და ავადმყოფობა არ მოგეკარებათ

„დღევანდელი ნაკურთხი წყალი წაიღეთ ხალხო სახლში, ასხურეთ დალიეთ და არ მოგეკარებათ ავადმყოფობა თუ გჯერათ“, - ამის შესახებ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი აცხადებს.

როგორც ის აღნიშნავს, უნდა დავიცადოთ სანამ ქვეყანაში ვაქცინა იქნება და შემდეგ უნდა დავსვათ კითხვები ამასთან დაკავშირებით.

„მინდა მოგიწოდოთ ყველას, ნუ აყვებით ჭორებს, დავიცადოთ სანამ ვაქცინა იქნება. ეს ვაქცინა ფიზიკურად არ არის ჯერ, ჩვენამდე არ მოუღწევია, რომ მოაღწევს და დადგება საკითხი გავიკეთოთ თუ არა გავიკეთოთ, მაშინ დავსვათ ის კითხვები, რაც გვაინტერესებს, დავუსვათ კითხვები ექიმებს. ყოველ წუთას რაღაც იცვლება, თავად დაავადებაც. დღევანდელი ნაკურთხი წყალი წაიღეთ ხალხო სახლში, ასხურეთ დალიეთ და არ მოგეკარებათ ავადმყოფობა თუ გჯერათ“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება
თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics