16:19 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-19 10:32:23, 1106 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას მოგზაურობის შეზღუდვების მოხსნაზე, ჯო ბაიდენის გუნდი არ ეთანხმება

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას მოგზაურობის შეზღუდვების მოხსნის შესახებ ჯო ბაიდენის გუნდი არ ეთანხმება.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

როგორც გამოცემა იუწყება, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორშაბათს მოხსნა კორონავირუსთან დაკავშირებული მოგზაურობის შეზღუდვები ევროპის ქვეყნების დიდ ნაწილთან, გაერთიანებულ სამეფოსთან, ირლანდიასა და ბრაზილიასთან. ტრამპის გადაწყვეტილებით შეზღუდვები 26 იანვრიდან მოიხსნება.

„პანდემიის გაუარესების და მთელ მსოფლიოში უფრო მეტად გადამდები ვარიანტის გავრცელების ფონზე, საერთაშორისო მოგზაურობის შეზღუდვების მოხსნის დრო არ არის“, - განაცხადა ბაიდენის ადმინისტრაციის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics