16:20 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-19 09:41:15, 942 ნახვა

მსოფლიო
დამოუკიდებელი კომისია ჩინეთის ხელისუფლებასა და ჯანმო-ს კორონავირუსზე დაგვიანებული რეაგირებისთვის აკრიტიკებს

„პანდემიისთვის მზადყოფნისა და მასზე რეაგირების დამოუკიდებელი კომისია“ ჩინეთის ხელისუფლებასა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით აკრიტიკებს.

ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, კომისიაში აცხადებენ, რომ ჩინეთის ოფიციალურ პირებს შეეძლოთ ქვეყანაში ჯანდაცვის ზომები იანვრის თვეში უფრო გაემკაცრებინათ, რათა თავიდან აეცილებინათ COVID-19-ის მიერ გამოწვეული პირველადი დაავადებები. კომისია ასევე აკრიტიკებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას (WHO) იმის გამო, რომ საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობა 30 იანვრამდე არ გამოაცხადა.

ექსპერტებს, რომლებიც განიხილავენ პანდემიის გლობალურ მოპყრობას, ახალი ზელანდიის ყოფილი პრემიერ მინისტრი ჰელენ კლარკი და ლიბერიის ყოფილი პრეზიდენტი ელენ ჯონსონ სერლიფი ხელმძღვანელობდა. ისინი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში რეფორმების გატარებას ითხოვდნენ.

როგორც კომისიაში აცხადებენ, ჯანმო-ს წევრი 194 ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრებისთვის რეკომენდაციები ანგარიშის საბოლოო დასკვნაში იქნება წარმოდგენილი, რომელიც მაისში გამოქვეყნდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics