|
2021-01-18 16:25:10, 724 ნახვა
კომენტარი
გიგი უგულავა - ნავალნის მეფე კლავდა და ღმერთმა გადაარჩინა
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ „ტვ. პირველის“ ეთერში რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის დაკავების შესახებ ისაუბრა. როგორც ის აცხადებს, ნავალნი არის ადამიანი, რომელსაც მეფე კლავდა და ღმერთმა გადაარჩინა. მისი თქმით, ნავალნიმ რუსეთში დაბრუნებით ხელისუფლებას სილა გააწნა. „ნავალნი არის ადამიანი, რომელსაც მეფე კლავდა და ღმერთმა გადაარჩინა. მან იმოგზაურა მიღმურ სამყაროში პრაქტიკულად და ჩვენ ვნახეთ, რომ იღბალმა და გერმანელმა ექიმებმა გადაარჩინეს. ამიტომ დღევანდელი დაბრუნება შეიძლება არც ყოფილიყო აუცილებელი რადგან მას გარედანაც შეეძლო საკმაოდ დიდი ავტორიტეტი ჰქონოდა. იმის გამო რომ შენ მეფე გკლავს და არ კვდები, უკვე ძლიერ პოლიტიკოსად გიყურებს ხალხი და როდესაც დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო,ეს რუსეთისთვის ხელის გაწვნასა და ხელთათმანის სროლას ნიშნავს“, - განაცხადა უგულავამ „ტვ. პირველთან".
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)