|
2021-01-16 19:26:50, 983 ნახვა
კომენტარი
თენგიზ ცერცვაძე - საქართველო, მის მსგავსს ქვეყნებში, იქნება ერთ-ერთი პირველი, რომელიც მიიღებს ვაქცინას
„საქართველო, მის მსგავსს ქვეყნებში, იქნება ერთ-ერთი პირველი, რომელიც მიიღებს ვაქცინას“, - ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში ვაქცინა არაუგვიანეს მარტის ბოლოს შემოვა. „იმ პატივისცემისა და ანგარიშგაწევის გამო, რასაც მსოფლიო ინსტიტუციები საქართველოს უწევენ, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, მის მსგავს ქვეყნებს შორის, რომელიც მიიღებს ვაქცინას. ასეთი ინფორმაცია მაქვს, რომ საქართველო მიიღებს „ფაიზერის“ ვაქცინის მცირე პარტიას, სახელდება რამდენიმე ათეული ათასიდან ასი ათასამდე დოზა. ეს შესაძლოა, მოხდეს ერთ თვეში. ხოლო შემდეგი პარტიის მიღება იგეგმება არაუგვიანეს პირველი კვარტლის ბოლოს, ანუ არაუგვიანეს მარტის ბოლოს. ეს იქნება გაცილებით უფრო დიდი რაოდენობა – ასეული ათასი, ნახევარი მილიონი ან უფრო მეტი. რამდენადაც ვიცი, ეს იქნება სავარაუდოდ „ასტრაზენეკა“, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება არ არის. „ასტრაზენეკა“ საქართველოსთვის ოპტიმალურია“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)