19:05 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-15 10:12:50, 514 ნახვა

საზოგადოება
სოფელ ბუკნარის ქრისტიან და მუსლიმ მოსახლეობას შორის შეხვედრა დღეს შედგება

სოფელ ბუკნარის ქრისტიან და მუსლიმ მოსახლეობას შორის შეხვედრა დღეს შედგება.

ადგილობრივები მოითხოვენ, სახელმწიფო წარმომადგენლის თანდასწრებით ქრისტიან და მუსლიმი მოსახლეობის 10-10 წევრი ერთმანეთს შეხვდნენ და პროცესი იყოს ღია, რადგან ეს მხოლოდ ბუკნარის პრობლემა არ არის.

„ერთი ადამიანი ეკლესიიდან, ერთი ადამიანი მუსლიმი მრევლიდან, 10 ადამიანი მართლმადიდებელი მრევლიდან, 10 ადამიანი მუსლიმი მრევლიდან, ერთი ადამიანი სახელმწიფოს წარმომადგენელი - თუ იქნებით თქვენ, აიღებთ ამ პასუხისმგებლობას იყავით თქვენ. უნდა მოხდეს შეხვედრა, ტელევიზიებმა უნდაგააშუქონ ეს ამბავი, რომ ეს მხოლოდ ამ ხალხის პრობლემა არ არის, მთელი საქართველოს პრობლემა“, - განაცხადა ფირუზ წულუკიძემ.

შეგახსენებთ, უკვე სამი დღეა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში დაპირისპირებაა, მუსლიმი თემი აქ სალოცავის აშენებას ითხოვს, რასაც ადგილობრივი ქრისტიანები ეწინააღმდეგებიან. სამი დღის წინ აქციაზე დაპირისპირება მოხდა, რა დროს ორი მუსლიმი დაშავდა. საქმეზე ერთი პირი დააკავეს.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics