14:02 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-12 22:46:26, 792 ნახვა

კომენტარი
ბიძინა ივანიშვილი - იძულებით მოვედი პოლიტიკაში, თუმცა დამრჩენი არ ვარ

„იძულებით მოვედი პოლიტიკაში, თუმცა დამრჩენი არ ვარ“, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ დანაპირები შეასრულა და ეს მისი ხელწერით დაასაბუთა.

„დანაპირები შევასრულე და დანაპირების არსი იმაში მდგომარეოდა, რომ პოლიტიკა არ იყო ჩემთვის სასურველი. არ ვიცი, ჩემი ხელწერით ამ წლების განმავლობაში დავასაბუთე, რომ არ ვთალთმაქცობდი და ნამდვილად არ არის ეს ჩემი სასურველი და საყვარელი პროფესია.

მე მოვედი იძულებით, იმიტომ, რომ სჭირდებოდა ქვეყანას, არ იყო საკმარისი ძალა, რომ მოძალადეებს მორეოდნენ და ჩემი დახმარება დასჭირდათ.

ეს იყო ჩემი პოლიტიკაში მოსვლის არსი, ამიტომაც ვაცხადებდი, რომ მოვალ, მოძალადეებს გავუშვებ და წავალ, მე პოლიტიკაში დამრჩენი არ ვარ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლუკაშენკო: ბელარუსი უკრაინისთვის როგორც ხელისგულზეა – უკვე 500 სამიზნე აქვთ მონიშნული
კობახიძე: დღეს, როდესაც მსოფლიო პოლიტიკა განიცდის ლიდერების დეფიციტს, სერბეთს ჰყავს გამორჩეული ლიდერი
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია გააფართოვა
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics