|
2021-01-12 15:54:18, 693 ნახვა
კომენტარი
ეკატერინე ტიკარაძე - ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს, თუ როგორ ტოვებს ძლიერი ლიდერი ხელისუფლებას
„ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ აჩვენა ქართველ ხალხს და მსოფლიოს, თუ როგორ ტოვებს ძლიერი ლიდერი ხელისუფლებას“, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისი თქმით, ივანიშვილი ქველმოქმედება პოლიტიკაში მოსვლამდე და პოლიტიკიდან წასვლის შემდეგაც უპრეცედენტოა. „მან თავისი მმართველობის პერიოდში გაატარა არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა ქვეყანაში. მნიშვნელოვანი იყო, რა თქმა უნდა, მედიათავისუფლება, ასევე სასამართლო რეფორმა, რომელიც უპრეცედენტოა და რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმები, რომლებიც ასოცირებული იქნება მის სახელთან. მისი ქველმოქმედება იყო უპრეცედენტო პოლიტიკაში მოსვლამდე, ასევე პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ მისი გადადგმული ნაბიჯი არის უპრეცედენტო. ყველა ის პროექტი, რომელიც დღემდე განხორციელებულა ბიძინა ივანიშვილის სახელით და განხორციელდება „ქართუ ფონდის“ სახელით, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენი ქართველი ერისთვის“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)