|
2021-01-11 12:30:56, 814 ნახვა
კომენტარი
ხატია დეკანოიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა დეკლარირებული გაქცევაა
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა დეკლარირებული გაქცევაა. როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, ივანიშვილის წერილის მთავარი მოტივი ოპოზიციის ლანძღვა და „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკაა. „პასუხისმგებლობა დააკისრა საკუთარ გუნდს, „ქართულ ოცნებას“ და დეკლარირებულად გადავიდა ჩრდილში, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს არის უბრალოდ დეკლარირებული გაქცევა. მას არ უნდა პასუხისმგებლობის აღწევა. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ წერილში არის ის, რომ მისი მთავარი მოტივია ოპოზიციის ლანძღვა-გინება და „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკა, რადგან სხვა სათქმელი არაფერი აქვს საქართველოს მოქალაქეების წინაშე. ქვეყანა არის დეფოლტის წინაშე. მილიარდობით საგარეო ვალი, რომელიც უკვე მიუახლოვდა საკონსტიტუციო ზღვარს. ამიტომ, პასუხისმგებლობა ეკისრება სწორედ მას“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა პარტია დატოვა და პოლიტიკიდან მიდის.
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)