19:52 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-10 17:36:44, 1050 ნახვა

საზოგადოება
Big 7 Travel-ის რეიტინგით საქართველო მეორე ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, სადაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს დისტანციურად მუშაობა შეუძლიათ

Big 7 Travel-ის რეიტინგში საქართველო მეორე ადგილზეა იმ ქვეყნებს შორის, სადაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს დისტანციურად მუშაობა შეუძლიათ, - ამის შესახებ ინფორმაციას, აღნიშნული სამოგზაურო პლატფორმა საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს

გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, რეიტინგში სულ 50 საუკეთესო ტურისტული მიმართულების მქონე ქვეყანა მოხვდა, რომელთა შორისაც საქართველო მეორე ადგილზეა.

რეიტინგის პირველი ხუთეულში არიან - ესტონეთი, საქართველო, სერბეთი, ინდონეზია და ტაილანდი.

სტატიის ავტორი, მელანი ჰამილტონი წერს, რომ პანდემიის დაწყების შემდეგ საქართველომ დისტანციურად მომუშავეებისთვის სპეციალური პროგრამა მოამზადა და ამით ბოლო წლებში თბილისმა ციფრულ სამოგზაურო სამყაროში დიდი ნაბიჯი გადადგა.

„ბოლო წლებში თბილისმა ციფრულ სამოგზაურო სამყაროში დიდი ნაბიჯი გადადგა. კავკასიის რეგიონის გამორჩეულ დედაქალაქს სტუმრებისთვის უამრავი კულტურული შეთავაზება აქვს: მრავალფეროვანი კერძებით დაწყებული გრძელი ისტორიით გაგრძელებული.

დანარჩენი საქართველოს შესასწავლად თბილისი შესანიშნავ ბაზას წარმოადგენს. გაყინული კავკასიონის მთებიდან ბათუმის კენჭებიან ზღვის სანაპირომდე საქართველო მიმზიდველი და საცხოვრებლად ხელმისაწვდომი ქვეყანაა.

პანდემიის დაწყების შემდეგ საქართველომ დისტანციურად მომუშავეებისთვის სპეციალური პროგრამა მოამზადა“, - წერს სტატიის ავტორი მელანი ჰამილტონი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics