21:40 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-06 13:32:15, 546 ნახვა

საზოგადოება
თამარ გაბუნია - ბოლო 2 დღეში გაზრდილი ინფიცირების მიუხედავად, ჰოსპიტალურ სექტორში სტაბილური მდგომარეობაა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 2 დღის განმავლობაში ინფიცირების რაოდენობა გაიზარდა, ჰოსპიტალურ სექტორში მდგომარეობა სტაბილურია.

მისი თქმით, ბოლო ორ დღეში, შემთხვევების უმრავლესობა მსუბუქი და საშუალო სიმძიმის იყო.

მისი თქმით, „ჰოსპიტალურ სექტორში მდგომარეობა სტაბილურია. 150 პაციენტი არის ტრიაჟის პროცესში, ვიდრე დიაგნოზი დადასტურდება. 862 პაციენტი იმყოფება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და 283 რეანიმაციულ განყოფილებაში. ეს მაჩვენებლებიც არ გაზრდილა მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 2 დღის განმავლობაში ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა არის საკმაოდ მაღალი. ჰოსპიტალიზაცია ნარჩუნდება ისევ გუშინდელ დონეზე, რაც ნიშნავს იმას, რომ შემთხვევების უმრავლესობა იყო მსუბუქი და საშუალო სიმძიმის. ამ შემთხვევაში, ჰოსპიტალიზაციის საჭიროება ნაკლებად დადგა. პაციენტები, რომლებიც გამოეწერენ კლინიკიდან მათზე ნაკლები დაბრუნდა კლინიკაში, რაც გარკვეულწილად იმედმომცემი ნიშანია“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics