08:29 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-05 16:22:34, 649 ნახვა

მსოფლიო
საბერძნეთში, შობის ღამეს, ეკლესიები არ დაიხურება

ბერძნული ტაძრები არ დაემორჩილებიან ხელისუფლების მოთხოვნებს და შობის ღამეს, 6 იანვარს, არ დაიხურებიან, - ამის შესახებ ინფორმაციას „ეურონიუსი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ეს გადაწყვეტილება ორშაბათს საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდმა მიიღო, რომლის თანახმად, მორწმუნეებს წირვა-ლოცვაში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ ადრე შეთანხმებული სანიტარული ზომების დაცვით. სინოდის სხდომა ტელეკონფერენციით, მთავარეპისკოპოს იერონიმეს თავმჯდომარეობით ჩატარდა.

სინოდის წარმომადგენელმა ეპისკოპოსმა ათენაგორსამა განაცხადა, რომ დაჟინებით ითხოვს ხელისუფლებასთან ადრე მიღწეული შეთანხმებების დაცვით ეკლესიებში წირვა ლოცვის ჩატარებას.

"წმინდა სინოდი არ ეთანხმება მთავრობის ახალ ზომებს საეკლესიო მსახურებასთან დაკავშირებით, დაჟინებით ითხოვს ხელისუფლებასთან ადრე მიღწეული შეთანხმებების დაცვას და აძლევს მითითებებს, რომ ეკლესიები დარჩეს ღია. ნათლისღების დღეს ასევე ჩატარდება წყლის კურთხევის რიტუალი", - თქვა სინოდის წარმომადგენელმა, ეპისკოპოსმა ათენაგორასმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა მოხდება, თუ მთავრობა არ დაუშვებს გამონაკლისს და პოლიცია ჩაერევა, ეპისკოპოსმა ათენოგორასმა უპასუხა: „ყველას აკისრია პასუხისმგებლობა თავის ქმედებებზე. ჩვენ მზად ვართ ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენს გადაწყვეტილებებზე და სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა“.

ცნობისთვის, შობის დღესასწაული ბერძნულ ეკლესიაში საღამოს წირვით, 5 იანვრის დასასრულს იწყება და მეორე დღეს, მთელ ქვეყანაში ხდება წყლის კურთხევის რიტუალი იორდანეში ქრისტეს ნათლობის ხსენების დღეს. გასული წლის დეკემბერში ეკლესია და საბერძნეთის მთავრობა შეთანხმდნენ შობის, ახალი წლისა და ნათლისღების დღესასწაულისთვის დაწესებულ რეგულაციების შესახებ. ამასთან, 3 იანვრიდან ხელისუფლებამ შემოიტანა ახალი შემაკავებელი ზომები, აკრძალეს ნათლისღების სერვისები, რათა 11 იანვარს უკვე სკოლების გახსნა შეძლებოდათ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics