|
2021-01-05 13:45:22, 687 ნახვა
პოლიტიკა
ავთანდილ ენუქიძე, გელა მიქაძე, ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი ახალ პარტიას აფუძნებენ
პარლამენტში შესვლასთან ერთად, ჩვენ ვტოვებთ „პატრიოტთა ალიანსს“, - ამის შესახებ პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიით შესულმა დეპუტატმა, ფრიდონ ინჯიამ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ის ავთანდილ ენუქიძესთან, ზაზა მიქაძესთან და დავით ზილფიმიანთან ერთად „ევროპელი სოციალისტები“-ს სახელწოდებით ახალ პოლიტიკური გაერთიანებას აფუძნებს. „პარლამენტში შესვლასთან ერთად, ჩვენ ვტოვებთ „პატრიოტთა ალიანსს". ეს არის ჩვენთვის მტკივნეული გადაწყვეტილება, რადგან წლების მანძილზე ბევრი რამ გვაქვს გაკეთებული ამ პარტიის წინსვლისა და წარმატებისთვის. ჩვენ ამ პარტიისთვის და მათ შორის, 2016 და 2020 წლების საპარლამენტო არჩევნებში მისი წარმატებისთვის, ბევრად მეტი გვაქვს გაკეთებული, ვიდრე ეს რამდენიმე ათეული ათასი ლარით აისახება, როგორც შენატანი, რომელიც პარტიას გასული წლების მანძილზე შევწირეთ. პირადად მე გახლდით 2016 და 2020 წლის არჩევნებში პასუხისმგებელი და კურატორი პარტიიდან სამეგრელოს რეგიონში. რამაც გარკვეულწილად განაპირობა პარტიის მიერ დადებული შედეგი. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, როდესაც არსებობს პრინციპული აზრთა სხვადასხვაობა, საჭიროა ნაბიჯის გადადგმა და ჩვენ ეს ნაბიჯი დღეს გადავდგით. დარწმუნებული ვართ, ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა ჩვენს გადაწყვეტილებას დადებითად შეაფასებს. ამასთანავე არ შემიძლია მადლიბა არ გადავუხადო პარტიის თავმჯდომარეს ბატონ დავით თარხან-მოურავს, რომ მოგვცა საშუალება ვიყოთ აქ პარლამენტში ამ სტატუსით. მომავალ შაბათს ჩვენ ჩავატარებთ პოლიტიკური გაერთიანება „ევროპელი სოციალისტების" ყრილობას და წარვადგენთ ჩვენს პოლიტიკურ გუნდს, რომლის მიზანი იქნება ჩვენი ეროვნული ტრადიციებისა, ჩვენი თვითყოფადობის და ევროპული ღირებულებების დაცვა, ქართული ეკონომიკის გაძლიერება და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის გაუმჯობესება. ამ მიმართულებით, ჩვენი გეგმის დეტალების შესახებ უახლოეს დღეებში მეტ ინფორმაციას მიიღებთ. თქვენ იქნებით მოწმეები, თუ როგორ სამაგალითო პარტიას შევქმნით, ჩვენ ამისთვის გვაქვს ყველაფერი, პირველ რიგში გამოცდილება და ქვეყნის სიყვარული. ჩვენი ამოცანაა, ჩვენმა ახალმა პარტიამ მონაწილეობა მიიღოს მომდევნო ადგილობრივი თვითმმართველობის და საპარლამენტო არჩევნებში ახალი „საარჩევნო კოდექსის" და განახლებული საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში. მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ოპოზიციურ პარტიას, შემოვიდნენ პარლამენტში და არავის მისცენ ქვეყნის დესტაბილიზაციის შესაძლებლობა“, - განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.
WSJ: რუსეთის ხელისუფლება სექტემბრის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის საკითხს განიხილავს
მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ნანუკა ჟორჟოლიანის გაყალბებული ციტატა ვრცელდება - მითების დეტექტორი
ბარამიძე – პრეზიდენტ სააკაშვილს თავისი სათქმელი აქვს და რასაც ჩათვლოს საჭიროდ, იმას იტყვის
შვებულებაში გაშვებულ ზარდიაშვილის მოადგილედ ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ყოფილი ხელმძღვანელი დანიშნეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)