08:29 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-01-05 09:41:36, 582 ნახვა

მსოფლიო
დიდ ბრიტანეთში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა

ინგლისში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა, - შესაბამისი განცხადება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა გააკეთა.

ქვეყანაში „ლოქდაუნი“ თებერვლის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავლიან, დაიხურება მაღაზიები და სილამაზის სალონები, ხოლო რესტორნები გატანის სერვისით იმუშავებენ.

ბორის ჯონსონმა საზოგადოება გააფრთხილა და აღნიშნა, რომ მომდევნო კვირეები ყველაზე რთული იქნება.

მკაცრი შეზღუდვების გამოცხადებისას, ჯონსონმა განაცხადა, რომ ქვეყნის საავადმყოფოები დღეს უფრო მეტი ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდნენ კოვიდის მხრიდან, ვიდრე პანდემიის დაწყებიდან ნებისმიერ დროს.

ამასთანავე, მან ხალხს შინ დარჩენისკენ მოუწოდა გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, როგორიცაა - აუცილებელი სამედიცინო საჭიროებები, საკვების შეძენა, ვარჯიში და სამუშაო.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics