03:31 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-30 14:44:05, 1000 ნახვა

რეგიონი
ომარ ტაკიძემ საპატიო შუახეველები დააჯილდოვა

შუხევის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ომარ ტაკიძემ  საპატიო შუახეველები დააჯილდოვა.

საპატიო შუახეველის წოდება სახალხო დღესასაწაულის ფარგლებში იმ მოქალაქეებს ენიჭებათ, ვისაც განსაკუთრებული წვლილი მოუძღვის მუნიციპალიტეტის წინაშე.

წელს დღესასწაული ,,შუახევობა2020“ ეპიდემიოლოგიური ვითარების  გამო, ფართო მასშტაბით არ აღინიშნება. შუახევის მერიამ სახალხო  დღესასწაულთან დაკავშირებული ყველა ღონისძიება, გარდა საპატიო შუახეველების დაჯილდოებისა, გააუქმა და ღონისძიების ბიუჯეტი  სოციალური მიმართულებით გადანაწილდა.

საპტიო შუახეველის წოდება 9 მოქალაქეს მიენიჭა. დაჯილდოებაში მონაწილეობა შუახევის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი დავითაძემ, შუახევის მერის მოადგილემ და რესურსცენტრის უფროსმა მიიღეს.

საპატიო შუახეველები გახდნენ: ტარიელ ფუტკარაძე, ჯემალ ხიმშიაშვილი, შოთა ზოიძე, ალიოშა ბაკურიძე, ტარიელ ბოლქვაძე, გურამ ქარცივაძე, ლევან ნატარიძე, სულიკო დიმიტრაძე, ბადრი დარჩიძე.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics