07:03 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-12-29 10:44:26, 1298 ნახვა

მსოფლიო
ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ-ის უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანეს უწყებებს ტრამპის ადმინისტრაციისგან დიდი ზიანი მიადგა

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ მისი გუნდი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისგან ძალაუფლების გადაცემის პროცესში აუცილებელ ინფორმაციას ვერ იღებს და დაბრკოლებებს აწყდება.

ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აღნიშნულის შესახებ ბაიდენმა ეროვნული უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის თანაშემწეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 „ახლა ჩვენ უბრალოდ ვერ ვიღებთ ყველა იმ ინფორმაციას, რაც წარმავალი ადმინისტრაციისგან ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვან საკითხებში გვჭირდება“, - აღნიშნა ბაიდენმა.

მან ტრამპის ადმინისტრაციის ასეთ საქციელს უპასუხისმგებლობა უწოდა და აღნიშნა, რომ მის გუნდს აშშ-ის ძალების პოზიციების შესახებ მკაფიო სურათი სჭირდება.

„ბევრ უწყებას, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს, უზარმაზარი ზიანი მიადგა. ბევრი მათგანი პერსონალური, მორალური და ქმედუნარიანობის კუთხით განადგურებულია“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics